×
ხის საბავშვო სამზარეულოები
ძაღლის სახლები
ხის საბავშვო სახლები
playwood

ჩვენ შესახებ

ჩვენი საწარმოო ხაზი შეიქმნა 2020 წელს. თავდაპირველად, ძირითადი ამოცანა იყო ხის დახვეწილი, გამორჩეული საბავშვო სახლების შექმნა. აღნიშნული პროდუქტის წარმატების გზას მოჰყვა ძაღლის სახლების დამზადების იდეაც, რამაც, აგრეთვე, გაამართლა. 

2023 წელს, კომპანია ფლეივუდმა დაიწყო ხის ეკოლოგიური სათამაშო სამზარეულოების წარმოებაც და მიზნად დავისახეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება ადგილობრივი ნატურალური ნაწარმით. 

ჩვენი პროდუქციის შესაქმნელად გამოყენებული ნედლეული სერტიფიცირებულია ევროპული სტანდარტების მიხედვით და სრულიად უსაფრთხოა მათი გამოყენება როგორც ბავშვებისთვის, აგრეთვე შინაური ცხოველებისთვის. 

ჩვენი წარმატების ძირითად საფუძველს, ჩვენი აზრით, ის ფაქტი წარმოადგენს, რომ მუდმივად ვცდილობთ, კონკურენტებთან შედარებით ყოველთვის რენტაბელური და მისაღები ფასები გვქონდეს ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის; და ეს იმის ფონზე, რომ ჩვენი საფირმო ხარისხი არ დავკარგოთ.